კერძოდ, კოდექსში დამატებულ იქნა 3552 მუხლი, რომლიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებას „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევის შემთხვევაში. რეგულაცია ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას 5000-დან 10 000 ლარის ოდენობით, ასევე ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახდა მას შემდეგ რაც, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის 4 მარტს მხარი დაუჭირა საქართველოს კანონს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ. კანონით განისაზღვრა შემდეგი საკითხები: უცხოური პრინციპალის და სხვა ტერმინთა განმარტება, სუბიექტის აგენტად რეგისრაციის საკითხი, რეგისტრაციის წარსადგენი დოკუმენტთა სია, უცხოური პრინციპალის გამოსავლენად მონიტორინგის განხორციელების წესები და სხვა. კანონი ასევე ითვალისწინებს შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, რამაც განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსში ზემოხსენებული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონთან ერთად ძალაში შედის 2025 წლის 31 მაისს.