საადვოკატო ბიურო მარშალი.

pngtree-justice-scales-lawyer-logo-scales-of-justice-sign-icon-court-of-png-image_5202419-removebg-preview

511 175 356

უფლებამონაცვლეობა სამოქალაქო სამართალში- ადვოკატი ლაშა შუკაკიძე

681 ნახვები

სამოქალაქო საპროცესო სამართალი იცნობს უფლებამონაცვლის ცნებას, რაც ნიშნავს სამართალებრივ ურთიერთობაში ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, სასამართლოს ნებართვით მხარის შეცვლას შესაძლებლობას. ასეთ დროს უფლბემონაცვლე სარგებლობს ყველაიმ უფლებებისა და ვალდებულბების მოცულობით, რომლითაც ისარგებლებდა ურთიერთობის მხარე. სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლა, როგორც წესი ხდება ამ მხარის გარდაცვალებით, გარდაცვლილად ან უგზოუკვლოდ გამოცხადებით და სხვა, თუმცა ასევე შესაძლებელია მხარის ნების არსებობის შემთხევავში მოთხოვნის დათმობითაც, ანუ მოთხოვნის სხვითვის გადაცემით. უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ყველა სტადიაზე, იქნება ეს მოსამზადებელი სხდომა თუ არსებითი განხილვა. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ურთიერთობები, სადაც შეუძლებელია უფლებამონაცვლეობა, ეს არის შემთხევევბი, როცა საქმე ეხება პერსონალურ ვალდებულებას, რომელსაც ურთიერთობიდან გასული მხარის, გარდა ვერავინ შეასრულებს, მაგალითად ასეთი შეიძლება იყოს ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც ურთიერთიბიდან გასული მხარე ვალდებული იყო შეესრულებინა რემონტი კრედიტორისთვის. როგორც წესი უფლებამონაცვლეებად განისაზღვრებიან ურთიერთობიდან გასული მხარის ნათესავები, შვილები შვილიშვილები და სხვა. შესაბამისად ამისა უთიერთობიდან გასული მხარის მუსიკოსი შვილი ვერ განისაზღვრება უფლებამონაცვლედ. ორი სახის უფლებამონაცვლეობას იცნობს სამოქალაქო სამართალი პირველი რომლის ფარგლეშიც, უფლებამონაცვლეს შეუძლია ნებისმიერ ურთიერთობაში გამოვიდეს ურთიერთობიდან გასული მხარის სახელით ისარგებლოს მისი ყველა უფლებით, ხოლო მეორე სახის უფლებამონაცვლეობის შემთხევავში, უფლებამონაცვლე სარგებლობს შეზღუდულად ამ უფლბებით და მათი ფარგლები ჩაკეტილია კონკრეტული სამართალურთიერთობით. საკითხს იმის თაობაზე შეიძლება თუ არა ურთიერთობაში უფლებამონაცვლის განსაზღვრა ან არის თუ არა პირი სათანადო უფლებამონაცვლე წყვეტს სასამართლო, განჩინებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

Scroll to Top