საადვოკატო ბიურო მარშალი.

pngtree-justice-scales-lawyer-logo-scales-of-justice-sign-icon-court-of-png-image_5202419-removebg-preview

511 175 356

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდება – ადვოკატი ლაშა შუკაკიძე

286 ნახვები

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 52-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი ცვლილებით:

„31“ – აბიტურიენტების მხარდაჭერის მიზნით,საქართველოს მთავრობის დადგენილი წესითა და დაგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდის დაუსწრებლადაც,სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ეროვნული ნაკრების იმ  წევრებისათვის,რომლებიც მომვალში ქმნიან პერსპექტივას ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს,ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან.

რაც შეეხება სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში – ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრებისთვის, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ზემოთ ხსენებულ საჩემპიონო კონკურსებში ამ პუნქტით განსაზღვრული წესი მათ შეეხებათ მხოლოდ იმ პირობების არსებობისას, რომელიც შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის სახით აღიარებული იქნება საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.

მუხლი:2 აღნიშნული ცვლილებები განხრციელდება იმ პირების მიმართ,რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის პირველ მუხლში განსაზღვრულ მოთხოვნებს,აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – 2023-2024/ 2024-2025 სასწავლო წლებში აღნიშნული პირები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხული( საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვემპუქტის შესაბამისად).

მუხლი:3 აღნიშნული კანონპროექტი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე.

მიმდინარე სურათს ალტერნატიული ტექსტი არ აქვს. ფაილის სახელია: Captureff.png
Scroll to Top