მოვალეთა რეესტრი ეს არის ელექტრონული ბაზა, სადაც კრედიტორის ფულადი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიურო არეგისტრირებს იმ პირებს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს არის კრედიტორისთვის მოთხოვნის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოვალეები, რომელთა მიმართაც კრედიტორის სასარგებლოდ არსებობს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას რომ ვალდებულება, რომლიც მოვალის მიერ არ იქნა შესრულებული, ვალდებულების აღების მომენტში არ ყოფილა დაზღვეული რაიმე ქონებით. უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუშვებელია პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირება, რადგან ვალის ამოღება ხდება იმ ქონებით, რომლითაც უზრუნველყოფილია მოთხოვნა. პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ ყადაღდება რეგისტრირებული პირის მოძრავი და უძრავი ქონება, ასევე ეზღუდება სხვა არამატერიალური სიკეთით სარგებლობის უფლებაც. ამ ქონების ფარგლებში ექცევა, როგორც სახლები, ასევე ავტომობილები, იარაღი (ასეთის ქონის შემთხვევაში) და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირი არ თავისუფლდება ვალდებულების შესრულებისგან. მისი ვალდებულება აქტიურია მანამ სანამ არ დასრულდება აღსრულება. მოვალეთა რეესტრიდან პირის ამორიცხვა შესაძლებელია რამდენიმე შემთხვევაში : 1) ფულადი გადახდევინების სრლიად აღსრულება 2) სახდელის ან ჯარიმის შეცვლით 3) თუ კრედიტორი უარს იტყვის მოთხოვნის აღსრულებაზე 6)კრედიტორი და მოვალე მორიგდებიან 5) გასულია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა 6) გადაწყვეტილება რომლის აღსრულებაც მიმდინარეობს გაუქმებულია და სხვა გარემოებების საფუძველზე. მოვალეთა რეესტრს აწარმოების აღსრულების ეროვნული ბიურო.