საქართველოს კანონის(პარლამენტის უწყება, #33,31 ივლისი,1997,გვ.32) კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება საქრთველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულ მუხლს დაემატება მე-7 და მე-8 პუნქტები, რომლის თანხმადაც სამინისტროს მიერ გაწეული დაფინანესბა კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ განხორციელდება, ამ პუნქტით უფლებამოსილი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე,შესაძლებელია აგრეთვე განხორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად.
შესაბამისად ‘საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის საფუძველზე 2025 წელს დამტკიცებული საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტებისა თუ ღონისძიებების დაფინანსება და მასთან კავშირში მყოფი პროექტების მართვა განხორციელდება ზემოთ აღნიშნულ კანონის საფუძველზე, მინისტრის მიერ დამტკიცებულ წესისა და პირობების შესაბამისად.